ინტერვიუ მირანდა კერისთან ♥♥♥Miranda Kerr♥♥♥ ar davinaxo dakopirebuli Chemi xelitaa naweri!
ის დღეს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოდელია მსოფლიოში. ვიქტორია სიკრეტის ანგელოზმა, მირანდა კერიმ, კარიერაც და პირადი ცხოვრებაც წარმატებულად აიწყო. ჰყავს ქმარი, მსახიობი ორლანდო ბრუმი და შვილი ფლინი. მირანდა დედობას და მოდელობას მშვენივრად ათავსებს.ამბობს კიდეც, რომ, რაც დედა გახდა უფრო ამაყად დადის პოდიუმზე. ჟურნალისტები მირანდასა და ორლანდოს მიმართ ყოველთვის ცხოველ ინტერესს იჩენენ. კერი მათ გულს არ წყვეტს და ინტერვიუში ღიად საუბრობს თავის კარიერაზე, ბავშვობაზე, ქმარსა და ოჯახურ ცხოვრებაზე. ერთადერთი რასაც არასოდეს ამხელს და საიდუმლოდ ინახავს, მისი სხეულის პრობლემური ადგილებია, რომლებზეც ინსტრუქტორთან ერთად ზრუნავს.
-თქვენ ყოველდღიურად გიწევთ მუშაობა მსოფლიოს ულამაზეს გოგონებთან ერთად, რახდება ქალურ კოლექტივში, არის სკანდალები და ინტრიგები? -ვერ გამოიცანით. იმ გოგონებთან, რომლებთანაც ერთად ვმუშაობ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ერთად ვმოგზაურობთ, ვმონაწილეობთ სხვადასხვა გადაღებებში. ჩვენთვის მნიშვნელოვაია, ვიყოთ მეგობრები, სხვა შემთხვევაში მუშაობა ძალიან გაგვიჭირდებოდა. გამიმართლა, რომ ჩემ გარშემო არ არიან ნევროზიანი გოგონები, ყველანი მხიარულები და ენერგიულები ვართ. -როგორი ურთიერთობა გქონდათ ჟიზელ ბანდჩენთან, რომელმაც ვიქტორია სიკრეტის პროექტი დატოვა? - ძალიან კარგი. ჟიზელთან ურთიერთობა ადვილია საინტერესო პიროვნებააა, მისგან ყოველთვის დიდი ენერგია მოდის. შეუძლებელია, გაიცნო და მაშინვე არ მოიხიბლო.
-მართალია რომ ამ ჩვენებაზე გამოტანილი ბიკინები შეგიძლიათ თქვენთვის დაიტოვოოთ? -ყველა-არა, მაგრამ ჩვენების შემდეგ რამდენიმე კოსტიუმი რომელიც ძალიან მოგეწონება, შეგიძლია წაიღო. სხვათა შორის, ვიქტორია სიკრეტის ბრენდი ჩემს ქმარსაც უყვარს. ორლანდო ხშირად დადის მამაკაცების სექციაში, მას კარგი გემოვნება აქვს. -გემოვვნების გარდა,რამოგწონთ ორლანდოში?
-ლამაზი გიჭია, კარგი ხასიათი აქვს... შეყვარებული ქალისგან მამაკაცის დახასიათება ცოტა რთულია. -როგორ გაიცანით ერთმანეთი? -ჩვენ მანამდე ვმეგობრობდით, სანამ რომანს გავაჩაღებდით. რაც უფრო კარგად ვეცნობოდი მით მეტად ვხვდებოდი, რომ მისთვის მხოლოდ მეგობარი აღარ ვიყავი. -ორლანდო ბუნებით მორცხვი მამაკაცია? -უფრო-კი, ვიდრე-არა. თავხედ მამაკაცს ვერ ვუწოდებ. დიფხანს არ ვაძლევდი ჩემი ტელეფონის ნომერს. ორლანდომ ნომერი ჩემი აგენტისგან მოიპოვა. დამირეკა და მითხრა, მოდი, უბრალოდ ვიმეგობროთო. ის ისე გააკეთა, რომ ვერც კი გავბრაზდებოდი. -რატომ თავად არ მიეცით ნომერი? -იმიტომ, რომ იმ პერიოდში მე სხვა ადამიანს ვხვდებოდი. (მაშინ რომანი ჰქონდა მუსიკოს ბრენტ ტუმანთან)
-როგორი ბავშვობა გქონდა? -ველური ბავშვი ვიყავი, მუდმივად ჭუჭყიანი, ხეებზე დავძვრებოდი, მოტოციკლეტით დავდიოდი გარშემო ყობველთვის კარგი ბიჭები მყავდა. დღეს რომ ჩემზე ამბობენ, ნაზი ქალიაო, მეცინება. აბა, ჩემი ბაცშვობა გენახატ! -სპორტით ხართ დაკავებული? -10 წელია იოგას მივდევ და ძალიან მიყვარს.
-სრულიად კმაყოფილი ხართ საკუთარი სხეულით? -ყველა გოგოს საკუთარ სხეულში ერთი დეტალი მაინც არ მოსწონს. ჩემს ფიგურაშიც არის ადგილები, რომლებზეც დიდხანს ვიმუშავე. ამას არ გაგიმხელთ, ეს მხოლოდ ჩემმა ინსტრუქტორმა იცის და საიდუმლოდ მინახავს. -მშობიარობის შემდეგ დიეტა დაგჭირდათ, რომ ფორმაში ჩამდგარიყავით? -ბავშვს ახლაც ძუძუთი ვკვებავ, ამიტომ ვცდილობ, სწორად ვიკვებო, არა-საკუთარი თავის გამო, არამედ ფლინის გულისთვის. საუზმეზემაქვს შვრიის ფაფა ხილთან ერთად. რაიმე სპეციალურ სპეციალურ დიეტას არ ვიყენებ. -როგორია დედობა? -ფლინის დაბადება საუკეთესოა, რაც ჩემს ცხოვრებაში აქამდე მომხდარა. შვილის წყალობით, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დიდი ბედნიერებაა, როდესაც გყავს ჯანმრთელი, ჯანსაღი, მხიარული ბავშვი.
-ორლანდო გეხმარებათ მის მოვლაში? -ძალიან, არ გადავამეტებ, თუ ვიტყვი რომ ის იდეალური მამაა.
|