ჯონი დეპი არცთუ ისე სახარბიელო სკანდლის ცენტრში მოყვა. ჯგუფ Iggy and the Stooges-ის კონცერტის (რომელშიც მსახიობიც იღებდა მონაწილეობას) ერთ-ერთმა დამსწრემ, ვარსკვლავს უჩივლა. ჯეინ დოუ, რომელსაც დარბაზის VIP ადგილი ჰქონდა დაკავებული, ამტკიცებს, რომ ვინაიდან ის დეპთან ახლოს იჯდა, დაცვის წევრებმა დარბაზის მეორე ბოლოში იძულებით გადაიყვანეს. ამ დროს ჯეინმა ფეხსაცმელები დაკარგა და კინაღამ ტანისამოსის გარეშეც დარჩა. დაზარალებული ამბობს, რომ კონცერტის სტუმრებმა ის თითქმის შიშველი იხილეს. ყველაზე უარესი ის არის, რომ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს, რომელიც იმ დროს მის მეუღლეს ჰქონდა. დაზარალებული აცხადებს, რომ ჯონის დაცვის წევრებმა ტელეფონი წაართვეს, ხელში აიყვანეს და ტერიტორია ისე დაატოვებინეს. მსახიობი კი ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. ჯეინი ჯონი დეპსა და მისი დაცვის წევრებს საჯაროდ დამცირებასა და მორალური ზიანის მიყენებაში სდებს ბრალს. |