ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი ბავშვს ელოდებიან. ახლა გაირკვა, რომ მსახიობებს გოგო ეყოლებათ.მეგანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოჯახი მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა:' მე ვიცი, რომ ბევრი მსახიობი ცდილობს 20-დან 30 წლამდე მაქსიმალურად იმუშაონ. მე მსგავსი შიშები არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ ვთვლი, რომ ბავშვები ნებისმიერ ფილმზე მნიშვნელოვანია. ისინი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანები არიან'.