რობერტ პატინსონსა და კრისტენ სტიუარტს წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩენა ეკრძალებათ, თუ ღონისძიება „ბინდს" არ ეხება.
დასავლურ პრესას თუ დავუჯერებთ, კონტრაქტში, რომელსაც ვარსკვლავებმა ხელი მოაწერეს, გამოყოფილია პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ წყვილს საზოგადოებაში ერთად გამოჩენა მანამდე ეკრძალება, სანამ „ბინდის" გადაღებები არ დასრულდება.
„უნდა ითქვას, რომ მათი იმიჯი „ბინდს" უკავშირდება" - ასეთ განცხადებას აკეთებს ინფორმირებული წყარო ინტერნეტპორტალ Hollywoodlife-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, კრისტენი და რობერტი ერთად გამოჩენას ისედაც ერიდებიან, ვინაიდან, მაშინვე ყურადღების ცენტრში ხვდებიან, რაც ორივესათვის შემაწუხებელია.