მთავარი » 2012»ივნისი»3 » რომელი ვარსკვლავის კოცნას ისურვებდით საახალწლო ღამეს?
2:06 AM
რომელი ვარსკვლავის კოცნას ისურვებდით საახალწლო ღამეს?
ინტერნეტ-პროვაიდერმა Yahoo-მ ყველაზე სასურველი მსახიობები გამოავლინა. კითხვაზე, რომელი მსახიობის კოცნას ისურვებდით ახალი წლის ღამეს, Yahoo-ს მომხმარებლებმა ჯენიფერ ენისტონი და ჯორჯ კლუნი დაასახელეს.
ენისტონი ხმათა 22%-ით ძლიერი სქესის ინტერნეტ-მომხმარებლების რჩეულია. მას ოდნავ ჩამორჩა ”ქალი-კატას” როლის შემსრულებელი ჰოლი ბერი. მან გამოკითხულთა 18%-ის გულის მოგება შეძლო. მამაკაცთა 17%-მა სკარლეტ იოჰანსონს მიანიჭა უპირატესობა. 13%-მა ანჯელინა ჯოლის, 12%-მა კი - მეგან ფოქსს.
რაც შეეხება Yahoo-ს მშვენიერი სქესის ინტერნეტ-მომხმარებლებს, მათმა 28%-მა ახალი წლის ღამეს ჯორჯ კლუნის კოცნა ისურვა. კლუნის თაყვანისმცემლებს სულ ცოტათი ჩამორჩნენ ჯონი დეპის ფანები - მის კოცნაზე გამოკითხულთა 27% ოცნებობს.
სასურველ საკოცნელ კანდიდატურებს შორის მოხვდნენ რეიან რეინოლდსი (18%), ბრედ პიტი(12%) და რაიან გოსლინგი (7%)